დავით ხიდაშელი 4 წელი ისე მუშაობდა [თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად], რომ კითხვა არ დასმულა და არ ვიცი საერთოდ რატომ აწიეს ახლა ეს თემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„დავით ხიდაშელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოვატანინეთ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. მან ძალიან დიდი საქმე გასწია და მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოუტანა სახელმწიფოს. იგი 4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ძალიან კარგად ერკვევა ის საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის, რუკის საკითხებში. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ კითხვა არ დასმულა და არ ვიცი საერთოდ რატომ აწიეს ახლა ეს თემა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა
კომენტარები