ექსკლუზიური რეპორტაჟი გერმანიიდან, სადაც წლების წინ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე სწავლობდა.
დიუსელდორფის, ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტის მთავარი სლოგანი „ცოდნის შექმნა – ცოდნის გაზიარება” კარგად გამოხატავს ამ უნივერსიტეტის დოქტორისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის მიდგომას სტუდენტების მიმართ.
ირაკლი კობახიძე დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას ახლა თავად უზიარებს სტუდენტებს და უამრავ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა კობახიძის ლექციებს დაესწროს.
დიუსელდორფის უნივერსიტეტის ლექტორებმა მათი ყოფილი სტუდენტის, ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ ცნობა მალევე მიიღეს და უდიდესი წარმატებებიც უსურვეს. ისინი ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა საქართველოდან, რომელსაც უდიდესი ცოდნა და დასავლური განათლება აქვს, მთავრობის მეთაურის პოსტზე ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს.
