ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც მოსახლეობასთან და არასამთავრობოებთან ერთად პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებიან.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი „100-ჯერ უფრო დიდი იქნებოდა,“ რუსთავი 2-ს ხელისუფლების მრავალი შეცდომა რომ არ გაეშუქებინა.
„ვინც გადადგამს თუნდაც ზეწოლის ქვეშ ამ სამარცხვინო ნაბიჯს, რომ ხელს მოაწერს ჩვენი ქვეყნის საფრთხეში ჩაგდებას რუსთავი 2-ის ჩახშობით, მთელი ცხოვრება საზოგადოებრივი იარლიყის ქვეშ იქნება,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.
კომენტარები