“მინდა ყველას მოვუწოდო საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები.“, – საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: “არ ვეხები კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას. “რუსთავი 2” არ არის უბრალოდ ბიზნესი. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. საერთაშორისო თანამეგობრობაც “რუსთავი 2”-ის პროცესს ხედავს იმ პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედია თავისუფლების გარემოზე. მინდა ყველას გავახსენო, 2007 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე, მოხდა იმედის დარბევა, რაც უაღრესად დამაზიანებელი იყო ჩვენი დემოკრატიისათვის, ყველგან დავაფიქსირე, რომ ეს იყო სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. მინდა ყველას მოვუწოდო პროვოკაციული ქმედებისგან თავის შეკავებისკენ. მინდა ყველას მოვუწოდო საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ზე: “ეს იყო სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება”
2017/03/03 15:19:55
ნანახია: 1560 ჯერ