რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის #23 საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციით ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილი 55 წლამდე ასაკის ქალი და 12 წლის მოზარდია.
ახლობლების თქმით, ბავშვსა და ბებიას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, მოგვიანებით კი საცხოვრებელი ბინის კარის გაღების მიზნით, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სახლში შესულებს კი ორივე გარდაცვლილი დახვდათ.
კომენტარები