ნუცუბიძეზე, სანდრო ეულის ქუჩა №5 და ჯიქიას ქუჩა № 10-ში მდებარე შპს „ჯეი“-ს საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე („ჯეი-1“ „ჯეი-2“ „ჯეი-3“ „ჯეი-4“ „ჯეი-5“) მცხოვრებ მოსახლეობას გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებლობას იხსნის.
კომენტარები