ბატონი კურცი ამასწინათ იმყოფებოდა თბილისში და მსგავის არაფერი უთქვამს, – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
“მართალი გითხრათ, მე არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ახლახანს ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია. ბატონი ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებოდა ამასწინათ თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.