დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, პროცესები კანონის ფარგლებში წარმიმართება.
“ჩემი შეხედულებით, არავის არ უნდა აწყობდეს ამ საკითხის პოლიტიზირება და ანგაჟირება. მჯერა, რომ ეს პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და კანონიერად, ყოელგვარი ზედმეტი მღელვარების გარეშე”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სტრასბურგის ადამიანი უფლებათა სასამართლომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ვიდრე სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არსებითად არ განიხილება.
საქართველოს უზენასმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.