რატი ამაღლობელის პროვოკაცია – აქციის წამყვანმა “ქართული ოცნების” სახალხო შეკრებისთვის აწყობილი სცენის დაკავება დააანონსა.
“ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით – „კი ევროპას“ სცენაზე. ეს არის ჩვენი ხალხის მოთხოვნა”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
სცენის დაკავების მცდელობას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
კომენტარები
