„ქრონიკის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მშვიდობის ხიდის მიმართულებით აგრძელებენ მსვლელობას. მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი აქვთ პარალიზებული.
გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე იყო შეკრებილი, ნაწილი კი „პარაგრაფ თბილისთან“. საბოლოოდ ისინი გაერთიანდნენ და „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ორთაჭალისკენ დაიძრნენ.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილია“, „ჯიუტი“ და „დაფიონი“ არიან.
კომენტარები