თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
თბილისის მეტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მგზავრების მომსახურებას“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები