“ჯეოჰოსპიტალსის” ქსელის და სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტის” დამფუძნებელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში მის გარშემო გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
“საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნეს ფედერაციაში ვარ გაწევრიანებული და ყველა პოზიციას ვისმენ და ზოგს ვეთანხმები ზოგს არა. ქალთა ფედერაციის განცხადებაზე ჩემი ფოტოს დადებით ნუ აჟიტირდებით და ბორდის ამ განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა ნუ წარმოაჩენთ მხოლოდ ჩემ განცხადებად – მესმის რომ მეტი ინტრიგა ჭირდება ეხლა ამ სიტუაციას, მაგრამ არ გამოვა.
ბიზნეს უნდა სტაბილური გარემო, არადაპირისპირებული მხარეები, ევრო ინტეგრაცია და საკუთარი ქვეყნის სიძლიერე.
თავისუფალი აზრის გამოხატვას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კი არასდროს ვერიდები არც ღიად და არც პირად საუბრებში.
დამირეკეთ და მოგახსენებთ. ფედერაციის 100 წევრ ადამიანს კი ინდივიდუალურად გამოართვით თავის პოზიციები ფოტოებიანად!
ჩემი პირადი პოზიცია კი იხილეთ”