საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ გუშინდელი გამოსვლები შემაშფოთებლად და ვანდალურ აქტად შეაფასა.
“ნამდვილად შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც გუშინ განხორციელდა ბათუმში. მოგეხსენებათ, დაზიანდა პოლიციის შენობები, ავტომობილები, ასევე კერძო საკუთრება და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ის, რომ სწორად იმოქმედა სამართალდამცავმა ორგანოებმა. სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ამისთვის მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება პოლიტიკურ თუ სამართლებრივ შეფასებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც გუშინ განხორციელდა ბათუმში
2017/03/12 15:32:46
ნანახია: 1207 ჯერ