რაც ბათუმში მოხდა ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ გაუწევდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის მოვლენებში მერაბ ღოღობერიძის როლი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.
ამასთან, ბესელია აბსურდულს უწოდებს იმაზე საუბარს, თითქოს ბათუმის მოვლენები სუს-ის ადგილობრივი სამსახურის საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებით არის გამოწვეული.
“ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ბათუმში მოხდა, იყო აშკარად გამოხატული დანაშაული, ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებით. გამოძიება დაწყებულია და ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი გამოძიება იმისთვის, რომ არა მხოლოდ იდენტიფიცირება მოხდეს იმ პირების, ვინც იმ დღეს ძალადობდნენ, არამედ იმ პირების, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდნენ – ჩვენ კომპლექსური გამოძიების შედეგებს ველოდებით. ადმინისტრაციული პროცედურები მხოლოდ პირველი ეტაპია.
მათზე, ვინც სისხლის სამართლის წერით უნდა აგონ პასუხი, გამოძიებამ მტკიცებულებები უნდა შეაგროვოს და მოხდეს ძალიან პრინციპული რეაგირება.
როცა ხელისუფლებისთვის ღირებულია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მას თმენის ვალდებულება აქვს. ჩვენ სრულიად ახალი სტანდარტი და კულტურა ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენების დროს დაიცვას ადამიანის უფლება, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დიდხანს დარჩება ფრაზა არა მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში, არამედ პრაქტიკის თვალსაზრსით, როგორც სამოდელო ნიმუში – “არ ცემო, ხელი არ დაარტყა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია ბათუმის ინციდენტზე: რაც მოხდა ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ გაუწევდა
2017/03/13 13:29:43
კომენტარები
ნანახია: 1276 ჯერ