“კურიერის” ინფორმაციით, პარტია “ახალი” ბაჩო დოლიძემ დატოვა. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი წყაროს ცნობით, მიზეზი პარტიის დამფუძნებლებთან – ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოება გახდა.
“მე პირადად, ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ბაჩოსთან. ის არის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენი გუნდი დატოვოს, ამაზე თავად გააკეთებს განცხადებას და ჩვენც გავაკეთებთ განმარტებებს”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
ბაჩო დოლიძე პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.
კომენტარები