კრივი-რიჰზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„დაღუპულთა რიცხვი 8 ადამიანამდე გაიზარდა. დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. კიდევ 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია უკრაინის შს სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ტერორი ადასტურებს, რომ უკრაინამ პარტნიორებთან ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.
კომენტარები
