ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერს მორიგ ბრალდებას უყენებს.
„მიუხედავად ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კანონის გვერდის ავლით.
საქმე ეხება 2016 წლის 12 იანვარს მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულ 6 000 ლარს სწავლის დაფინანსებაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქისათვის კოდით 07.05.03. პიროვნებისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი. მისი მშობელი მუშაობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში , ხოლო თვითონ როგორც მისი facebook გვერდიდან ირკვევა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
მიუხედავად ქვეყანაში მყოფი უამრავი სტატუს შეჩერებული სტუდენტისა , რომელთაც სტატუსი მხოლოდ იმიტომ შეუჩერდათ, რომ მათ არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც ესოდენ საჭიროებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას, ნარმანია კვლავ აგრძელებს თბილისელების ბიუჯეტის ხარჯზე კანონის უხეში დარღვევით თავისი სურვილისამებს განკარგოს თბილისელების ბიუჯეტი. სულ ახლო მაგალითი, რომ მოვიყვანოთ თბილისში გვყავს ათეულობით ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე, რომლებიც მერიისაგან ითხოვს ერთჯერად დახმარებას. თუმცა ნარმანია მათ უარს ეუბნება, როგორც ჩანს ეს ადამიანები არ შედიან მისი ინტერესების სფეროში .
ჩვენ მივმართავთ შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და გამოიძიონ აღნიშნული საქმე! სადაც ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და თანხების არამიზნობრივად ხარჯვას. ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებებისათვის. დედაქალაქი და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ უღირს მერს.“