საკონსტიტუციო კომისიამ დღეს სტატისტიკის და ანტიმონოპოლიური სამსახურების კონსტიტუციონალიზაციაზე იმსჯელა.
კომისიამ ამ სამსახურებთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდაზე იმსჯელა. საწინააღმდეგო მოსაზრებები არ დაფიქსირებულა.
“შეწყალებასთან და თანამდებობებზე გამწესებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები შენარჩუნებულია. ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდაზეც ვმუშაობთ”, – აღნიშნა საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახუშტი მენაბდემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირებას, ვეტო-ს ვერ დაადებს პრემიერის კანდიდატურას და მონაწილეობას ვერ მიიღებს მთავრობის სხდომებში.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ინსტიტუტზე – უფლებამოსილებებზე და არჩევის წესზე მსჯელობს.
კომენტარები