ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქმიანობას, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს.
ლევან ბოძაშვილი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა დიპლომატიურ პოზიციაზე განიხილება, ადასტურებენ თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, კონკრეტულად რა თანამდებობაზეა ის წარდგენილი.
„გიდასტურებთ, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა განიხილება დიპლომატიურ პოზიციაზე“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კომენტარები