ნინო ნადირაძე მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი გახდა. როგორც ნადირაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის ყრილობის დაწყებამდე განუცხადა, მან პაატა ბურჭულაძე იმიტომ აარჩია, რომ მას დიდ პატივს სცემს.
„ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს განვითარებაში ჩავერთო. ამდენი გამოცდილება დავაგროვე ცხოვრებისეული, პროფესიული, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს გამოცდილება მოსახლეობას გავუზირო“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
კომენტარები