ქალაქ ზლინში (ჩეხეთი), ხანძარმა „ბატას“ ფეხსაცმლის ყოფილი ფაბრიკის შენობაში დასაწყობებული 70 000 წყვილი ფეხსაცმელი გაანადგურა.ცეცხლის კერა დილით ადრე, 11-სართულიანი საწყობის მეცხრე სართულზე გაჩნდა, რომელსაც კომპანია Vasky იყენებდა. კომპანიის შეფასებით, ზარალი დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ფეხსაცმლის ქარხანა ზლინში 1894 წელს ტომაშ ბატამ დააარსა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოხდა მისი ნაციონალიზაცია და საწარმოს Svit-ი ეწოდა. 1989 წელს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასრულების შემდეგ, Svit-მა საქმიანობა შეწყვიტა.
2016 წელს ვაცლავ სტანეკმა კომპანია Vasky დააფუძნა, რათა ზლინში ფეხსაცმლის წარმოების ტრადიცია გაეგრძელებინა.
ჩეხეთის სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მასშტაბური ხანძარი, რომელმაც ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.
esn.ebu.ch/czech-republic-fire-at-historic-shoe-factory-destroys-70000-pairs-of-shoes/
