მაოხრებელი გზირი სააკაშვილი 2003 წლიდან ვერ გამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ვერ გაითავისა, რომ საქართველოში 2003 წელი კი არა, 2026 წელია და, გარე პატრონების მითითებების მიუხედავად, არჩევნებში ათჯერ დამარცხდა, ხოლო რევოლუციის მოწყობის მცდელობისას – ხუთჯერ.
„ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოში გარე მმართველობა დამყარდეს და ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს, კრახისთვის არის განწირული. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს და სამართალდამცავები კოორდინირებულად მუშაობენ, ვერცერთ გარე ძალას ვერ ხელეწიფება ვერანაირი რევოლუციის მოწყობა, მით უმეტეს, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ, რომლებიც წაგებისა და ღალატის ფორმულად გადაიქცნენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
