ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე მიიტანეს იერიში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მომხდარს დაუდევარი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ იერიშის დროს დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი (ინდოეთის მოქალაქე), 8 კი დაშავდა.
ირანმა ასევე იერიშები მიიტანა იორდანიასა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე. ამერიკის შეერთებული შტატები კი ზედიზედ მესამე ღამეა ირანს უტევს – მათი მიზანია გაანადგურონ თეირანის ის სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ის კომერციულ ხომალდებს თავს ესხმის.
კომენტარები
