ჩვენ საქმით ვამტკიცებთ და ვებრძვით ოკუპაციას, ისინი კი რით გვპასუხობენ? 20%-ით ოკუპირებულ ქვეყანაში იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა ეს უსამართლოა, – ასე შეაფასა ირაკლი კირცხალიამ დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გაყინვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
კითხვას, შესაძლებელია თუ არა ამ ფონზე დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასე უპასუხა.
„არაობიექტური დამოკიდებულების, არაობიექტური გადაწყვეტილებებისა და განცხადებების ფონზე არაფერია გამორიცხული. რეალურად, ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს. მათი პატრონების პრეს-სამდივნო არის აქ გახსნილი, რომელშიც ქვეყნის პულსაციას საერთოდ ვერ გრძნობენ და პირდაპირ აკეთებენ პატრონების განცხადებებს. როგორც ვატყობთ და როგორც უყურებს საზოგადოება, ალბათ მათი პატრონების მიზანი ეს არის, რომ ძალგამოცლილ, სულგამოცლილ, უმძიმესი წარსულის მქონე ოპოზიციას რაღაც სული ჩაჰბერონ. ქართულ რეალობაში ეს ძალიან გაუჭირდებათ. ქართულ რეალობაში როდესაც მუშაობ და ქართულ რეალობაში ეყრდნობით ოპოზიციას, რომელიც საერთოდ აცდენილია ქართულ რეალობას, ძალიან გაგიჭირდება მოგება“, – განაცხადა კირცხალიამ.