ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ბატონ ვახტანგ ხმალაძის შემოთავაზებაზე და ამ პრინციპის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ საარჩევნო პროცედურას პრეზიდენტის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, მისთვის მისაღებია თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიაში განიხილებოდა ორი ვარიანტი, მათ შორის ვახტანგ ხმალაძის მიერ შეთავაზებული.
„ჩვენ განვიხილეთ ვახტანგ ხმალაძის წინადადება. ჩვენ განვიხილავდით თავიდანვე ორივე ვარიანტს, როგორც საპარლამენტო წესს, ასევე ვახტანგ ხმალაძის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული წარმომადგენლობით პრეზიდენტის არჩევას. ბოლო სხდომაზე პრინციპში უკვე გამოიკვეთა, რომ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ბატონ ვახტანგის შემოთავაზებაზე და ამ პრინციპის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ იმ საარჩევნო პროცედურას, რომელიც უნდა დადგინდეს პრეზიდენტის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ვახტანგ ხმალაძის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივაზე”
2017/03/18 22:14:47
ნანახია: 1343 ჯერ