ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ გააგრძელებს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
„ჩვენ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს, ბოლომდე მივიყვანოთ გამარჯვება“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ნეთანიაჰუმ ჩამოთვალა მიმდინარე ომის მიზნები, როგორიცაა „ჰამასის“ მმართველობის აღმოფხვრა ღაზის სექტორში, ყველა მძევლის დაბრუნება, ღაზიდან ისრაელისთვის მომავალი საფრთხის აღკვეთა და დევნილი ისრაელელების დაბრუნება თავიანთ სახლებში“.
„არიან ისეთებიც, რომლებიც კითხულობენ, რამდენ ხანს გაგრძელდება [სამხედრო] კამპანია. ვპასუხობ: გამარჯვებამდე. გამარჯვებამდე, თუნდაც ამას დრო დასჭირდეს“, – დასძინა მან.
კომენტარები