“პატრიოტთა ალიანსის”ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
“ობიექტივის” მიერ მომზადებულ სოციალურ სიუჟეტებს შეგნებულად და მიზანმიმარულად ვაზიარებ. ჩემი გვერდი ხელმისაწვდომია მთავრობის წევრებისთვის და იმედი მაქვს, ზოგჯერ მაინც უსმენენ და უყურებენ, რა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი. მე არა ვარ მწვერვალზე, საიდანაც ხელისუფლებისთვის ბედნიერი საქართველო ჩანს. მე დაბლა ვარ, ხალხში ვარ და ამდენი აცრემლებული ადამიანის შემყურეს, მრცხვენია, რომ ჩემი შვილებისთვის საკვების ყიდვა მაინც შემიძლია. ვიღაცისთვის ეს განცდა სიყალბე და პოპულიზმია. გეუბნებით, აღარ მაინტერესებს, რას ფიქრობთ ან რას იფიქრებთ ჩემზე. გული მტკივა, ამ ატირებული ხალხის გამო… და არ მივიღებ განმარტებებს, რომ მათ გადასარჩენად სახელმწიფოს რესურსი არა აქვს. ხელისუფლებას მივმართავ: გაიგეთ, შეიგნეთ, ჩვენს ხალხს შია. რა დემოგრაფიაზე საუბრობთ, რომელ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რა რეფორმებით იწონებთ თავს, ერი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის. თუ ქართველი ერი გაწყდება, ვისთვის ცვლით ამ კონსტიტუციას? ან ვისთვის ვქმნით კანონებს? პრიორიტეტი- ჯერ ადამიანია და მერე- კანონი. ჯერ ადამიანია და მერე- რეფორმა. ჯერ ადამიანია და მერე- ბიუჯეტი. ჯერ ადამიანია… ხალხი არ გეცოდებათ? ვისი ხელისუფლება ხართ თქვენ: ერთმანეთის თუ ხალხის?!”