დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა. ამის შესახებ მან რესპუბლიკელების ყრილობაზე განაცხადა.
ჯეიმს დევიდ ვენსის თქმით, ბაიდენმა ზიანი მიაყენა ისეთ საზოგადოებას, როგორშიც თავად ვანსი გაიზარდა ოჰაიოში.
„როგორღაც ისე მოხდა, რომ უძრავი ქონების დეველოპერი, სახელად ტრამპი, იყო მართალი ყველა იმ საკითხში, რაშიც ბაიდენი ცდებოდა. ჯო ბაიდენმა ყველაფერი აურია და ჩემმა საზოგადოებამ გადაიხადა საფასური“, – თქვა ვენსმა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც ამერიკას დააყენებს პირველ ადგილზე.
„იმისთვის, რომ ეს ადგილი აყვავდეს, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, ვინც იბრძვის იმ ხალხისთვის, რომელიც აშენებს ქვეყანას“, – თქვა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა.
კომენტარები