ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა ბედი ეწევა ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, დაადებს თუ არა ვეტოს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს.
“ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ამ ვეტოს რა ბედი ეწევა საბოლოო ჯამში, მაგრამ თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განშტოების მოწოდებებს უნდა უპასუხოს აუცილებლად და ვეტო დაადოს ამ კანონს, ეს მისი საქმეა. ჩვენ ეს კანონპროექტი იმიტომ არ გვიქცევია კანონად, რომ ასე მარტივად ჩავაბაროთ ისტორიას. ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაღაც მაინც იქნას გათვალისწინებული – გააჩნია რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
“პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა ბედი ეწევა ვეტოს”
2017/03/20 13:15:52
ნანახია: 1225 ჯერ