ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკის, ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა დაგჭირდა, მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და აჭიკჭიკდი?, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას.
ზარქუა გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.
„ჰოი, საოცრებავ, გუშინწინ ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, რა პრობლემა არის რუსეთის ფულიო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები პრობლემა არ არის და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო. ამ ყველაფერს გვარამია „კვესოს“ ეუბნება. არც ვიცი, რა უნდა უპასუხო ამ ორი ამაზრზენის დებატს თუ დისკუსიას. გვარამიას შუბლის ძარღვი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ ძვალიც გაწყვეტილი აქვს. ამათ უნდათ არჩევნებზე გავიდნენ. ვის ატყუებენ? ახლა დაგჭირდა, მოგიჭირეს ხომ ერთ ადგილას და მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე, იჭიკჭიკო? გვარამიას მივმართავ, ზონდერო, ზონდერო პროკურორო, როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი ხომ? სამარცხვინო ხარ და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური, ისიც. შენ ვერ ჩადიხარ, იმის ტ..ი არ გაქვს, მიხვიდე და კახელებს დაელაპარაკო, ასე იქნები სამეგრელოშიც, რადგან შენნაირი უსამშობლო არსად სჭირდებათ. ამიტომ დადის ჩემი „ხაბეს“ მიერ ჩამოგდებული. ასეთები ხართ, ავტორიტეტშელახული, უსამშობლოები, ზონდერები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.