ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზეა ლაშა ჭიღლაძე, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, უკრაინაში იბრძოდა. უცნობია რა საქმეზე მიმდინარეობს გამოკითხვა.
ოპოზიციური ტელევიზიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. „ქრონიკა“ არკვევს, შეესაბამება ეს ცნობა სიმართლეს, თუ ეს არის კონკრეტული მიზნით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
კომენტარები