ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის ყოფნა უკანონოა“.
„ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე – არც ჩვენს მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში, არც ჩვენი წინაპრების მიწაზე იუდეასა და სამარიაში. ჰააგის სასამართლოს ვერცერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ დაამახინჯებს ამ ისტორიულ სიმართლეს, ისევე როგორც ისრაელის დასახლებების კანონიერება ჩვენი სამშობლოს ყველა ტერიტორიაზე არ შეიძლება სადავო იყოს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები