ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარებულების უმრავლესობა სუსში მისვლასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. შესაბამისად, ისინი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან. ნადიმ ხმალაძემ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ოქმი მას უკვე ჩაბარდა.
„ოქმი გადმომცეს, დიახ. მაგისტრ მოსამართლესთან მივდივარ, დამიკმაყოფილეს“, – განაცხადა მან.
სუსში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც, რომელიც პარტია „ახლის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. საქმეზე უკვე გამოკითხულია ლაშა ჭიღლაძე.
თავდაპირველად ტერორიზმის მუხლი დამალეს, მოგვიანებით მათ მეორე მუხლის გამხელაც მოუწიათ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ ვის ან რის მიმართ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.
კომენტარები