აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში. ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მან უკვე გადააჭარბა პრეზიდენტების უმეტესობის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით მსახურობდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა.
ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
კომენტარები