პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხეობის გარემოს საკითხი.
პრეზიდენტის თქმით, სხდომაზე იმსჯელეს ბრიუსელის საკითხზე საქართველოს წარმოსაჩენად კოორდინირებულად გადასადგმელ ნაბიჯებზე.
“ვიცით, რომ ბრიუსელის სამიტი, ეს არის რომელზეც მარტო ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, შესაბამისად, საქართვეოს წინაშე დგება ზალიან მნიშვნელოვანი ამოცანა რომ თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა კოორდინირებულად იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიეცეს”,-განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაუძღვა. შეხვერდაზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.