ისრაელის ხელისუფლება განიხილავს გეგმას „ვერცხლის ფრთები“, რომლის თანახმადაც, თუ ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ქვეყანაზე ინტენსიურ თავდასხმას განახორციელებს, თელ-ავივში მდებარე ბენ-გურიონის აეროპორტს ეილათში რამონის აეროპორტში გადაიტანენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ბენ-გურიონის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჯდება, რომლებსაც ამერიკული შეიარაღება გადააქვთ. აეროპორტთან ახლოს აგრეთვე მდებარეობს ებრაული კომპანია Israel Aerospace Industries შტაბ-ბინა. ეს ფაქტორები აეროპორტს უფრო მოწყვლადს ქმნის.
რამონის აეროპორტი ბენ-გურიონის აეროპორტზე მცირეა, მაგრამ, როგორც გამოცემა ამტკიცებს, მას აქვს გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლები და დიდი საპარკინგე სივრცე.
გარდა ამისა, რამონი არის უფრო უსაფრთხო აეროპორტი, ვინაიდან მას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათის“ ელემენტები იცავს.