ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურ ვიცე ჩემპიონს, ილია სულამანიძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ილია სულამანიძესთან ერთად საპატიო სტუმართა შორის იყო ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
საზეიმო საღამო მუნიციპალური თეატრის სცენაზე გაგრძელდა, სადაც კონცერტი გაიმართა.
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კომენტარები