„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა „ახალ თაობასთან“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე დავალების გარეშე პრეზიდენტზე მუქარას ვერ გაბედავდა.
“ჩვენი პარლამენტის თავჯდომარე ვერც კი გაბედავს, რომ სხვა სივრცეში მზერა ისროლოს. შემცვლელი დღევანდელი პრეზიდენტისა ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს უკვე დაანონსებული აქვს.
ერთი რიგითი მოქალაქის მიერ შერჩეული, მისი ყველაზე სანდო პირი ბატონი ღარიბაშვილია. აი, მაშინ ყველაფერი დამშვიდდება და საქართველო გაბრწყინდება.
ამაზე სიტყვის წამოცდენას უკვე ჰქონდა ადგილი, რასაც თავის დროზე არ მიექცა ყურადღება, მაგრამ, ცხადია, რომ ნებისმიერი სახით ჩატარებული არჩევნები იქნება სერიოზული ზეწოლის შედეგი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მონური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქესთან,” – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
წყარო: „ახალი თაობა”