საეჭვო ნივთის გამო, გერმანიის ქალაქ კიოლნის აეროპორტიდან მგზავრების და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. საერთო ჯამში, 500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ ტელეკომპანია “N 24” იუწყება.
პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოწმების დროს, მათ ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, მაგრამ მისი პატრონი დაუდგენელი მიზეზებით, არ დააკავეს და გაუშვეს.
გარკვეული დროის შემდეგ, პოლიციამ აეროპორტის ტერმინალის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად იქ ჩხრეკა მიმდინარეობს.
კომენტარები