უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაუტოვა სააკაშვილმა და იმ დროინდელმა, ხაზს ვუსვამ – სამოქალაქო სარდლობამ ჩვენს ხელისუფლებას, ეს გახლდათ, ქართველ სამხედროთა დადანაშაულება ომის დანაშაულებში, კასეტური ბომბების გამოყენებასა და მრავალ სხვა სისაძაგლეში. ეს პროცესები უნდა დასრულებულიყო ჰააგასა და სტრასბურგში, დასრულდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნაწარმოები პროცესის გამარჯვებით, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ახლა, როცა საქართველო ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში გამარჯვებულია, დადგა დრო პასუხი აგოს იმან, ვინც ასეთ დღეში ჩააგდო საქართველოც, ქართველი ხალხიც და მისი შეიარაღებული თავდაცვითი ძალები
„რამდენი ციფრიც არ უნდა იყოს მარცხნივ, ეს ყველა ციფრი ნიშნავს ერთი და იმავეს. ნიშნავს ომს, ნიშნავს ქვეყნის გარეთა ინტერესების მსახურებას და საქართველოს წინააღმდეგ ოპოზიციონერობას. ხოლო რაც შეეხება მარჯვნივ 41 ნომერს, ამ პოლიტიკური პარტიის ნომრის ქვეშ არის მთელი შინაარსი და ეს შინაარსი არის მარტივიც, მაგრამ ძალიან ღრმაც და დამტკიცებულიც გავლილი მოქმედებებით და განხორციელებული აქტივობებით. ის ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას, ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ძალის მოსვლას სათავეში, რომელიც ასევე დღეს აცხადებს, რომ ის არის გარანტი ქრისტიანული ფასეულობების დაცვის, ოჯახური ღირებულებების გადარჩენის, ლგბტ პროპაგანდის აღკვეთის. რაც მთავარია, იმ სანუკვარი პროცესის დაწყების, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.
უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაუტოვა სააკაშვილმა და იმ დროინდელმა, ხაზს ვუსვამ – სამოქალაქო სარდლობამ ჩვენს ხელისუფლებას, ეს გახლდათ, ქართველ სამხედროთა დადანაშაულება ომის დანაშაულებში, კასეტური ბომბების გამოყენებასა და მრავალ სხვა სისაძაგლეში. ეს პროცესები უნდა დასრულებულიყო ჰააგასა და სტრასბურგში, დასრულდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნაწარმოები პროცესის გამარჯვებით და დამოკლეს მახვილი ერთხელ და სამუდამოდ მოსცილდა ჩვენს სამხედროებს. ახლა კი დადგა დრო და ჯერი იმისა, რომ როდესაც საქართველო გამართლებულია, საქართველო გამარჯვებულია პასუხი აგოს იმან, ვინც ასეთ დღეში ჩააგდო საქართველოც, ქართველი ხალხიც და მისი შეიარაღებული თავდაცვითი ძალები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.