უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად ბრძოლის ველზე გამოიყენეს საკუთარი წარმოების რაკეტა-დრონი სახელწოდებით „პალიანიცა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ბრძოლაში პირველად და წარმატებულად გამოვიყენეთ ახალი იარაღი. ეს არის აბსოლუტურად ახალი კლასის იარაღი, უკრაინული რაკეტა-დრონი „პალიანიცა“, – განაცხადა მან.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამით ისინი რუსეთს სამაგიეროს უხდიან. „რუსები რთულად გაიგებენ, რთულად წარმოთქვამენ, თუ რა მოფრინდა მათთან“, – დასძინა ზელენსკიმ.
კომენტარები