პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს, თუმცა კანონპროექტს ხარვეზები გააჩნია.
“კანონით არ შესრულდა ის მოთხოვნა, რომელიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში. იმედია, რომ საქმიანი დამოკიდებულებები უკანა პლანზე არ გადავა იმიტომ, რომ ყველა თანამდებობის პირს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ეს პასუხისმგებლობები უნდა ხორციელდებოდეს, როგორიც არ უნდა იყოს ურთიერთობა, დამოკიდებულები ინსტიტუციებსა თუ პერსონალიებს შორის” – აღნიშნა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, მოსმენები და თვალთვალი უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში და სერიოზული კონტროლის მექანიზმებით უზრუნველყოფილი.
კომენტარები