პენტაგონმა „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის კარი იასინის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იასინი ავღანეთში, პაკტიკას პროვინციაში მოკლეს. ის ბრალდებული იყო ორი ამერიკელი ჯარისკაცის და რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.
სპეცსამსახურების ინფორმაციით, იასინი პაკისტანელია. ის „ალ-ქაიდას“ წევრი და რამდენიმე ტერაქტზე პასუხისმგებელი იყო, მათ შორის 2008 წლის 20 სექტემბერს ისლამაბადის სასტუმროში მომხდარ აფეთქებაზე. მაშინ 54 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო პაკისტანში ჩეხეთის ელჩი.
„ალ-ქაიდა“ ტეროტისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და ბევრ ქვეყანაში მისი საქმიანობა აკრძალულია.
კომენტარები