დღეს, კიევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სხდომის შემდეგ, მთავრობების მეთაურები პრესკონფერენციას გამართავენ.
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.
კომენტარები