სუამ-ის ქვეყნების მთავრობების მეთაურთა სხდომის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პრემიერებმა და აზერბაიჯანის ვიცე პრემიერმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტებს უპასუხეს.
გიორგი კვირიკაშვილმა თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციას ახალი იმპულსი სჭირდება. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალის სრულად ათვისებას. მისი თქმით, სუამ-ს მეორე სუნთქვა ეხსნება.
“საერთო გამოწვევები, გადაუჭრელი კონფლიქტები, გვავალდებულებს, განვამტკიცოთ თანამშრომლობა, რომ მივაღწიოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას და გამოხმაურებას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კომენტარები