აშშ-მა სანქციები დაუწესა მედიაჯგუფ Russia Today-სა და მის ხელმძღვანელს, მარგარიტა სომინიანს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარგარიტა სიმონიანი ცენტრალური ფიგურაა რუსეთის მთავრობის მცდელობებში, მოახდინოს მავნე გავლენა.
აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად სახელმწიფო მედიის გამოყენებაში დაადანაშაულა.
აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საპასუხო ზომები მოიცავს სანქციებს Russia Today-ის ხელმძღვანელობის მიმართ, ასევე სავიზო შეზღუდვებს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ კრემლის ქმედებები ეხება რუსეთის მიერ სახელმწიფო მედიის გამოყენებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
კომენტარები