ლევან გოგიჩაიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ოთარ კახიძეს შორის ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” დებატები გაიმართა.
კახიძემ სასამართლოს კორუფციაზე გააკეთა მინიშნებები.
“ეს პასუხისმგებლობის მქონე პარტიის პოლიტიკა არ არის. ეს ჩასაფრებული პოლიტიკაა, ჩემს კოლეგას ბატონ ოთარს (კახიძეს) თუ აქვს ფაქტები, თქვას. ბატონო ოთარ, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია თუ თქვენ იცით რაიმე დანაშაულის შესახებ და მას მალავთ ეთერში და მხოლოდ იმის გამო ამბობთ, რომ ოცნების ხელისუფლების დროს გაჩნდა კორუფცია. ეს არის ზღაპარი. გაქვთ კონკრეტული ფაქტი? თქვით! ვინც დასაჯელია, დაისჯება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კომენტარები