პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.
რონალდოს თქმით, გუნდთან ერთად მისი მიზანი მოახლოებული ერთა ლიგის მოგებაა.
„სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, ამის შესახებ ჭორები მედიის აგორებულია. ახლა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მაქვს. პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგა ერთხელ უკვე მოიგო და ამის გამეორება გვსურს“, – განაცხადა რონალდომ.
39 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიის ეროვნული გუნდის რიგებში 212 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. ორივე ეს მაჩვენებელი სანაკრებო დონეზე სარეკორდოა. 2016 წელს რონალდო ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 წელს – ერთა ლიგის გამარჯვებული.
კომენტარები