ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასს სძლია.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
კომენტარები