რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსებმა ქალაქი არტილერიის გამოყენებით დაბომბეს. გარდაცვლილთა ასაკი 24-იდან 69 წლამდე მერყეობს. სამივე გარდაცვლილი მამაკაცია.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამი ელექტროგადამცემი ხაზი, აფთიაქი, ექვსი მანქანა, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და მრავალსართულიანი კორპუსი.
კომენტარები